დაკავებულ მუსლიმებს ხიჯაბის მოხსნის შემდეგ კომპენსაცია გადაუხადეს

აშშ-ში ნიუ-იორკის ქალაქის ხელისუფლება სამ მუსლიმს, რომელთაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე პოლიციამ ხიჯაბის მოხსნა აიძულა, კომპენსაციას გადაუხდის – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
სამმა ქალმა საჩივარი შეიტანა იმის შესახებ, რომ პოლიციამ ისინი მამაკაცების თანდასწრებით აიძულა თავსაბურავი მოეხსნათ, რომ მათთვის ფოტოები გადაეღოთ პოლიციის განყოფილებაში.
ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ სამივე მუსლიმს ბრალდება მოუხსნეს. მისი თქმით, ამერიკის პოლიციას არ გააჩნია დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ მოიქცეს მსგავს შემთხვევაში.
ადვოკატის თქმით, სამივე დაზარალებულს ქალაქი 60 ათასი დოლარს გადაუხდის კომპენსაციის სახით.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტური მუმიების კანზე უძველესი ტატუირება აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარუსეთში ტრანსვესტიტებმა ორი მამაკაცი სცემეს(ვიდეო)