დაღესტნელმა ახალგაზრდამ სობჩაკს ცხენი უწოდა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ცნობილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი, წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში დაღესტანის დედაქალაქ მახაჩკალაში ჩავიდა, სადაც მას ქუჩაში ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

დილით სასტუმროდან ქუჩაში გამოსული სობჩაკი, ჟურნალისტებთან ერთად მანქანასთან იდგა და ყავას მიირთმევდა, როდესაც მას რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა სობჩაკს უთხრა. ,,რატომ სვამთ ყავას? ის ხომ ცხენებს ვნებს?,, რაზეც სობჩაკმა უპასუხა, ,,ძალიან სასაცილოა.. იქნებ მიხვდეთ, რომ ქალს ესაუბრებით,,  დაღესტნელმა ახალგაზრდამ, რომელიც აშკარად ეტყობოდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, სობჩაკს უთხრა. ,,მსგავსი შეურაცხყოფის მიყენება თქვენზე, შეიძლება… რადგან თქვენ აქ ცუდი მიზნებით ჩამოხვედით,,.

 

https://youtu.be/9hijnG62U0A

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია დაქცეული ქვეყნის გამდიდრებულ პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიააფრინში თურქეთის ოპერაციის შედეგები (+18 ფოტოები)