დაგეგმილია დევნილთა დახმარების დრამატულად შემცირება – ხოშტარია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, დაგეგმილია დევნილთა დახმარების დრამატულად შემცირება.

როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ორგანიზაცია “აფხაზთა კრებიდან” საგანგაშო დოკუმენტი მიიღო, რომელიც დევნილთა სამინისტროშია შემუშავებული.

მისი თქმით, დოკუმენტი გამსჭვალულია იმით, რომ ეკონომია დევნილებისთვის გააკეთონ და ფული ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფით დაზოგონ.

“დაგეგმილია დევნილთა დახმარების დრამატულად შემცირება. საუბარია იმაზე, რომ დევნილის შემოსავალი, რაც 165 ლარია, მას საერთოდ გაუუქმონ. ეს 150-200 ათასს დევნილს შეეხება. საგანგაშოა ის, რომ დოკუმენტი მიმართულია იქითკენ, რომ დევნილთა ჯგუფი საერთოდ გაუქმდეს და აღარ იყოს. მასში პირდაპირ წერია, რომ როცა დევნილებს სოციალური დახმარება მოეხსნებათ, მათ დევნილად რეგისტრაცია აღარ მოუნდებათ.

საგანგაშოა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, კონფლიქტის მოგვარების და მათი დაბრუნების ალბათობა ძალიან შემცირდა და მთელი აქცენტი მათ ინტეგრაციაზე უნდა გაკეთდეს “, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: სტრასბურგს ეჭვი შეეპარა, რომ წარდგენილი სამეულიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, მაღალ სტანდარტს ვერ უზრუნველყოფდა
შემდეგი სტატიარა შედეგებს მოგვიტანს „გალარების“ აქცია, რაოდენობრივი მახასიათებლის თქმა რთულია – გვენეტაძე