რა შედეგებს მოგვიტანს „გალარების“ აქცია, რაოდენობრივი მახასიათებლის თქმა რთულია – გვენეტაძე

news
ავტ.: news იანვარი 25, 2017 14:11

რა შედეგებს მოგვიტანს „გალარების“ აქცია, რაოდენობრივი მახასიათებლის თქმა რთულია – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების „გალარების“ აქცია არ არის მიმართული იმისკენ, რომ გაცვლითი კურსი დასტაბილურდეს.

ამის შესახებ გვენეტაძემ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „გალარების“ აქცია მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაეხმარება, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი.

„გალარების“ აქცია ერთჯერადი სოციალური აქციაა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რაშიც ეროვნული ბანკიც ეხმარება. აქცია არ არის მიმართული იმისკენ, რომ გაცვლითი კურსი დაასტაბილუროს. ის იმ ხალხს დაეხმარება, რომელთაც სესხი დოლარში ჰქონდათ გამოტანილი. რა შედეგებს მოგვიტანს „გალარების“ აქცია, რაოდენობრივი მახასიათებლის თქმა რთულია“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.

სესხების „გალარების“ აქცია მიმდინარე წლის 17 იანვრიდან დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული აქციის ფარგლებში, ეროვნული ბანკიდან შესაძლოა, 400 მლნ აშშ დოლარი გამოიყოს.

news
ავტ.: news იანვარი 25, 2017 14:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics