ჭიაბერაშვილი: სტრასბურგს ეჭვი შეეპარა, რომ წარდგენილი სამეულიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, მაღალ სტანდარტს ვერ უზრუნველყოფდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტი კანდიდატთა სიას მაშინ იწუნებს, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება, რომ სია გაუმჭვირვალედ არის შედგენილი.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საკუთარი პროტეჟეების გაყვანას ცდილობდა.

“ძალიან იშვიათად ხდება, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტი, რომელიმე ქვეყნიდან წარდგენილ მთლიან სიას იწუნებს. ეს მაშინ ხდება, როცა სტრასბურგს ეჭვი ეპარება, რომ კანდიდატთა სია არასათანადოდ და გაუმჭვირვალედ არის შედგენილი.

სტრასბურგს ეჭვი შეეპარა, რომ წარდგენილი სამეულიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, ვერ უზრუნველყოფდა იმ მაღალ სტანდარტს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლის მანტიის მოსხმას სჭირდება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ მიზანშეწონილია, პრეზიდენტის შენიშვნებს გავიზიარებთ, თუ არა, ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდად – ქანთარია
შემდეგი სტატიადაგეგმილია დევნილთა დახმარების დრამატულად შემცირება – ხოშტარია