დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას – ქადაგიძე

დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში, ასევე მოვისმინე შემაშფოთებელი ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი
შემდეგი სტატიაპრემიერი- არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი