დაცვის თანამშრომელი – „რას წარმოვიდგენდი თუ ეს ბავშვები კაფეს გაქურდავდნენ“

დაცვის თანამშრომელი – „რას წარმოვიდგენდი თუ ეს ბავშვები კაფეს გაქურდავდნენ“

თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს. დაცვის თანამშრომელი რომელიც მზიურის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 12 წლამდე ასაკის რამდენიმე მოზარდი შენიშნა თუმცა მათზე ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან ვერ წარმოიდგენდა რომ არასრულწლოვნები რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენდნენ.

„რამდენიმე ბავშვმა ამოიარა დაცვის ჯიხურთან, დაახლოებით 12 წლამდე ასაკის იქმნებოდნენ, ზემოთ ავიდნენ და რას წარმოვიდგენდი თუ კაფეში შევიდოდნენ და გაქურდავდნენ. თავიდან მეგონა, რომ დამლაგებელი მოვიდა და ის იყო კაფეში შესული, დავიძახე არავინ არ იყო შიგნით დაველოდე მის მოსვლას და აღმოჩნდა, რომ გაქურდული იყო“, აცხადებს დავით ძებოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით არასრულწლოვნები უკვე იდენტიფიცირებულები არიან და სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის, მომავალშიც იქნება და ეს არის ძალიან ნორმალური”
შემდეგი სტატია„დეზინფორმაციაა და ე.წ. “ფეიქ ნიუსია,” – მამუკა ბახტაძე ლიეჟში სუს-ის თანამშრომლების შესაძლო ყოფნაზე საუბრობს