მესტიში, მამაკაცის დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით ზეზვა გულედანმა მირზა გულედანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით 118-ე და 236-ე მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.