დაჩი ბერაია : ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო, პოზიციას არ ვიცვლი

დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ პროპორციულს სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.

როგორც დაჩი ბერაიამ აღნიშნა, გუშინ შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მან ვერ შეძლო მისი გადარწმუნება.

„პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. არ მიმიღია არანაირი გაფრთხილება, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი პოზიცია. ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, -განაცხადა დაჩი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტი დააჯარიმა
შემდეგი სტატია“ბევრგან გვინახავს ნაგვის ურნებში ჩატენილი გამოუსადეგარი დეპუტატები” – ჭიჭინაძე