ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რიცხვი 48-მდე გაზარდა

ფიფამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატში 32 ჯგუფის ნაცვლად 48-ის მონაწილეობის შესახებ – ცვლილება ძალაში 2026 წელს შევა.
როგორც ფიფას ოფიციალურ “ტვიტერზე” გამოქვეყნდა, ტურნირის მონაწილეები 16 ჯგუფად გაიყოფა, ყოველ მათგანში კი სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 64-დან 80-მდე გაიზრდება. ტურნირი 32 დღის მანძილზე გაგრძელდება.
ფიფას გათვლებით, ახალმიღებული ცვლილებები ჩემპიონატის მოგებას, სავარაუდოდ, 20%-ით გაზრდის.

banner
წინა სტატიაში“დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ !!!” – კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაკომპანია Yahoo გაიყიდება და Altaba დაერქმევა