დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დროს პატარები საფრთხეში არ იყვნენ, გეგმური ვაქცინაციის უწყვეტად გაგრძელება აუცილებელია.

“არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით:

პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.​

კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.

თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.

შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.

ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა