ცუციკივით, რომ დაგვდევდა და აღარ იცოდა, რა დითირამბები ემღერა-სააკაშვილი კახი კალაძეზე (ვიდეო)

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესი კალაძის ინტერესებს შეეწირა.

„ყველა მშენებლობა გაჩერდა საქართველოში, გარდა იმ მშენებლობებისა, რომელიც არის დაკავშირებული კალაძესთან, კალასთან, ოე, 9 წელი, დღეს რომ ყვიროდა, მართლა ეს უწიგნური, რანაირად შეიძლება ეს იყოს თბილისის მერი. ცუციკივით, რომ დაგვდევდა და აღარ იცოდა, რა დითირამბები ემღერა და ხან რომელი წერტილიდან შემოვიდოდა, მოდი, ფეხბურთი მეთამაშე და ხან სად. სანამ არ გაღორდა და არ მოითხოვა, რომ არსენალის ფრთა მაჩუქეთო,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერმა თბილისში შექმნილ სატრანსპორტო ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცობის განტვირთვის გეგმა არსებობდა, თუმცა, კალაძემ საკუთარი ინტერესების გამო არ განახორციელა.

„საცობებია იმის გამო, რომ შემოვლითი გზა, რომელიც დავამთავრეთ, ეს იყო ჩემი პროექტი, გაყვანილია ეს გზა, ეს არის პრაქტიკულად ახალი სანაპირო. თავის დროზე ლავრენტი ბერიამ გააკეთა სანაპირო და ამით გატვირთა თბილისის ცენტრი და მეორეჯერ, ესეთი დიდი თბილისის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ, ეს არის მთელი გზა, რომელიც გადის გლდანი-ვარკეთილიდან მთელი ცენტრის გავლით არსენალზე და შემდეგ ორთაჭალისკენ და იქით და ეს არის ის გზა, ოთხზოლიანი გზა, რომელიც როგორც კი გაიხსნება თბილისში განიტვირთება საცობები მომენტალურად და ეს დაბლოკა კალაძემ იმიტომ, რომ არსენალის ფრთაზე ჰქონდა ბიზნესინტერესები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ტაქსებზე დაწესებული რეგულაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტაქსების ბიზნესი ერთი მაფიის ხელში მოხვდება, რომელსაც კვლაც ივანიშვილი გააკონტროლებს.

 

https://youtu.be/8G28qe7fh4Q

 

banner
წინა სტატიაშიკავშირი “ომეგაში” 2004 წელს სპეცრაზმის შესვლასა და აჭარის ცნობილ მოვლენებს შორის (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი (video)