ცქიტიშვილი “ოცნების” აქტივისტების დახვედრაზე: ოპოზიციის აგრესიის ბუნებრივი გამოძახილია

მიუღებელია საერთოდ რაიმე სახით დაპირისპირება, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს და მიუღებელია ასეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის სახეს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ამ მეთოდებით გვემუქრება. ის ფაქტი, რომ როდესაც ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას იქაც მხარდამჭერი ხვდება, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ოპოზიციის წევრები თესავენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან – განაცხადა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაც უფრო მეტი ქალია ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტად იქნება შესაძლებელი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: აი ეს წამალში ჩამხვრჩალი ნარკომანი