ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება – “იბერიაში” მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

დსარამდენიმე წუთის წინ ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს – მისი თქმით, ტელეკომოპანია “იბერიაში” მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს. გამსახურდიას თქმით, შემთხევვა ხუთშაბათს, 7 ივლისს მოხდა, როცა ტელევიზიის ეთერში სვანეთის ჰესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ცოტნე გამსახურიას თქმით, გადაცემის შემდეგ ის მეგობრის სახლში წავიდა ტაქსით. მეგობართან “ტახტზე ჩამოვჯექი და საუბარი დავიწყეთ. რამდენიმე წუთში წამოვდექი, რათა ტელეფონი გვერდით მაგიდაზე დამედო და ფეხზე ადგომისას… უეცრად დაბნელდა. ვაჰ, დაბნელდა-მეთქი, ვთქვი. წლების წინ ბევრჯერ მქონია გონების დაკარგვის ეპიზოდები და ამჯერადაც სიმშვიდე შევინარჩუნე. დაბნელდა სრულად. ფეხზე ვიდექი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. მეგობარი დამეხმარა ტახტამდე მისვლაში და დავჯექი. ისევ ვცადე წამოდგომა, ისევ დაბნელდა. მერე კიდევ… წამოდგომისთანავე მხედველობა მერთმეოდა” – გამსახურდია მოვლენებს დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, მეგობარმა, რომელიც პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია, მას წნევა გაუზომა, რომელიც 60/20-ზე აღმოჩნდა, პულსი კი 35-40. მიუხედავად იმისა, რომ მეგობარმა მას ყველა სახის წამალი მისცა და პროფესიული დახმარება აღმოუჩინა, ნორმალურ მდგომარეობას მხოლოდ 6 საათის შემდეგ დაუბრუნდა: “მხოლოდ სადღაც ღამის სამი საათისკენ მოხერხდა წნევის 80/40 მდე მომატება, რის შემდეგაც ტაქსი გამოვიძახე და წავედი სახლში. ფაქტი ის გახლდათ, რომ მარტო მყოფი დიდი ალბათობით ვერ გადავრჩებოდი” – წერს ცოტნე გამსახურდია. მისი თქმით “რამდენადაც შევძელი იმ დღის მოვლენების აღდგენა, გამახსენდა, რომ როდესაც გადაცემაში მივედი სტუმრად, სტუდიაში ჩემთვის განკუთვნილ ადგილას წყლის ჭიქა დამხვდა, საიდანაც მოწყურებულმა მოვსვი. ზუსტად მახსოვს, რომ წყალს უცნაური გემო დაჰკრავდა, მაგრამ წყურვილმა სძლია უსიამოვნო შეგრძნებას და გადაცემის მსვლელობისას ნელნელა ჭიქა დავცალე” – წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” გვერდზე.
ის ასევე განმარტავს, რომ მას არასდროს ქონია დაბალი წლევა, არც გულის პრობლემები.

გამსახურია ხვალ, ორშაბათს “სისხლში უცხო ნივთიერებების აღმოჩენად” სამხარაულის ბიუროში აპირებს მისვლას და სისხლის გამოკვლევას.

ცოტნე გამსახურდია შემთხვევას მის ჰესებთან დაკავშირებით აქტიურობებს უკავშირებს: “ვფიქრობ, ცხოვრების მანძილზე არ ერთხელ ვყოფილვარ დაპირისპირებული სისტემასთან თუ ამა თუ იმ პირებთან, ვისაც მსგავსის ორგანიზება ადრე შეეძლო, მაგრამ დღეს მე არ მეგულება წარსული პირადი მტერი, სახელმწიფო სისტემა ან ძალა ვინც ამას გააკეთებდა. ალბათ უნდა ვიფიქრო მათზე, ვისაც ჩემი მოკრძალებული სამოქალაქო აქტივობა – დაახლოებით რამოდენიმე ათეულ ათას ადამიანთან ვირტუალური და მედიაკომუნიკაცია თუ მოქალაქეობრივი პოზიცია უშლის ხელს. უწოდეთ ამას მაფია, ლობი, თუ რაც გნებავთ… იმედია, ამას ნათელი მოეფინება” – წერს ცოტნე გამსახურდია და პოსტს შემდეგნაირად ასრულებს: “და ბოლოს: არ გამოვთქვამ წინასწარ ვარაუდებს, რათა პირიქით, ვინმეს არ ავაცილო პასუხისმგებლობა. გადავწყვიტე ამ ფაქტის გასაჯაროება და თქვენამდე მოტანა, რათა იცოდეთ:

1)თავის მოკვლას არ ვაპირებ.
2)ყველანაირი ნარკოტიკებისგან, მძიმე თუ მსუბუქი, თითქმის ათი წელიწადია შორსა ვარ.

პ.ს. ასევე მინდა იცოდნენ ისიც, რომ არცერთი წამით არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას არცერთ საკითხზე, რაც ამ ჩასაფრებულ ვირთხებს შეიძლება უშლიდეთ ხელს!”-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი აშშ-სა და ნატო-ს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შდგა