ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ბესარიონ გოგიტიძის თქმით, ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ“, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ბესარიონ გოგიტიძემ.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს
შემდეგი სტატიამეუფე იაკობის ხმაურიანი დაბრუნება ამბიონზე – მიტროპოლიტმა პირველი ქადაგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო