ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.

როგორც ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, საქმის მასალებს ამ დრომდე ეცნობა და ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა შუამდგომლობას დააყენებენ დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

„საქმის მასალები გვიან გადმოგვეცა და შესაბამისად, ბოლომდე ჯერ ვერ გავეცანი. ამ წუთებშიც კიდე ვეცნობი საქმის მასალებს, რადგან საკმაოდ მოცულობითია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რა იქნება ჩვენი პოზიცია, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე საათში და სრულად ჩამოვყალიბდეთ პოზიციაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს სრულად აღიარებს“,- აცხადებს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშინორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა