ცოტნე გამსახურდია: მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოვიხდიდი ბოდიშს ჩვენი მთავრობის და მერუსეთეების ადგილას

თუ ვინმემ იცის კარგად რუსული საქართველოში, ერთერთ მათგანად თავი მიმაჩნია. გაბუნიას ნაბოდვარს რომ ვუსმენდი, ასე ვთქვათ, რუსი მსმენელის ყურით, სირცხვილით არ ვიცოდი სად წავსულიყავი. იმიტომ, რომ ლექსიკურად, იდიომატურად, სტილისტურად, და რაც მთავარია, ე.წ. პრაგმატულ-სიტუაციური ზემოქმედების მხრივ იყო უკიდეგანო გოიმობა და სიბრიყვე. და რაც მთავარია, სრულიად არაადეკვატური, არაპრაგმატული, როგორც ზემოთ ვთქვი, რადგან რუსი მსმენელი ამას შეურაცხყოფად კიარა, უფრო სულით ავადმყოფის ბოდვად მიიჩნევდა. ასე რომ, შეურაცხყოფის კომუნიკაციური მიზანიც ვერ იქნა მიღწეული, ამიტომ ამას ლინგვისტურად პრაგმატულობასთან აკავშირებენ.

მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოვიხდიდი ბოდიშს ჩვენი მთავრობის და მერუსეთეების ადგილას. იცით, რატომ? მსმენელი, რომელმაც ეს შეურაცხყოფადაც კი ვერ აღიქვა, ამ ბოდიშებს მისი ძერჟავნიკული მენტალობიდან გამომდინარე მიიღებს არა როგორც გულწრფელ წუხილს უღირსობისა და უსაქციელობისათვის, არამედ სულით ვაჭარი, კინტო ერის სინანულს რუსული რუბლების დაკარგვისათვის. მაგრამ ამათ რა იციან, ღირსება რა არის…

ასე რომ, ზოგჯერ თქმა სჯობა არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. და იქ ხუილოს დდშვც კიდევ ერთხელ!

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიპარიზმა კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ