ცოტნე გამსახურდია : გია ყანჩელს საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა არ მიუღია

გია ყანჩელი – ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და “ინწილიგენციას” ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.

არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, “მასკვადან” ფირების და იქ – კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.

არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა…

საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე – გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.

მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება…

მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო… – წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიგია ყანჩელი: რუსული ნაციონალიზმი წარმოშობდა ქართულ ნაციონალიზმს, ქათული ნაციონალიზმი კი – აფხაზურს და ამ მოვლენას მართავდა ГРУ.
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა