ცოტნე გამსახურდია: ახალი გირგვლიანის პრეცედენტი შექმნეს ხორავას ქუჩაზე აჩეხილი ბავშვების საქმეზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 18:44

ცოტნე გამსახურდია: ახალი გირგვლიანის პრეცედენტი შექმნეს ხორავას ქუჩაზე აჩეხილი ბავშვების საქმეზე

“ოფიციოზი და მასთან დაკავშირებული “ბნელიტა” დამოუკიდებლობას ზეიმობს… დამოუკიდებლობას ქვეყნისა, რომელიც ვერ იქცა მისი მოსახლეობის სამშობლოდ, მისი განვითარების, წინსვლის, გამრავლების არეალად.

ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებაა: ჩვენი მოქმედებებისა თუ უმოქმედობის დამსახურება! შორს არ წავალ და არ დაგღლით მაგალითებით, ძალიან ბევრია. როდესაც ხალხი აღშფოთებული იყო სანდრო გირგვლიანის ტრაგედიით, მე პირადად ახალგაზრდული მაქსიმალიზმით და მიამიტობით მჯეროდა, რომ მათში სამართლისა და ჭეშმარიტების წყურვილმა გაიღვიძა და დამავიწყდა საკუთარ ტყავზე გადატანილი: ეს ხალხი ხომ ჯაბა იოსელიანს და შევარდნაძეს უჯერებდა და დუმდა, როდესაც ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მომიტინგეებს ტყვიას უშენდენ, აწამებდნენ, აპატიმრებდნენ… დღევანდელი გადასახედიდან აკი ჩანს, რომ პროტესტი გირგვლიანის საქმეზე ნაციონალების ხელისუფლების თავხედობამ და უაპელაციობამ, ხალხთან კავშირის დაკარგვამ და აკრძალვებმა გამოიწვია. დაახლოებით, აკრძალული ხილის ამბავი იყო…

დღეს, როდესაც ივანიშვილის მონებმა ფაქტობრივად ახალი გირგვლიანის პრეცედენტი შექმნეს ხორავას ქუჩაზე აჩეხილი ბავშვების საქმეზე, ვინმე იღებს ხმას? გამოდი, იყვირე რამდენიც გინდა, აფრიალე ფაქტები, კადრები, მასალები, ხუთასი კაცი არ შეგროვდება! რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხისთვის სისხლხორცეულია ძალადობა, კორუფცია, სისასტიკე, “ვიგოდნიკობა”, ერთამნეთის გაწირვა,ამიტომ აქ არავის არაფერი უკვირს და არ აშფოთებს!

დღეს ივანიშვილის პროკურატურა უტიფრად ხელს აფარებს მკვლელებს, პირად შეურაცხყოფას აყენებს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, აკეთებს თავხედურ და არაკომპეტენტურ განცხადებებს… სისტემა არ წირავს თავის წიწილებს: ასე რომ მოიქცნენ, მომავალში ხომ აღარ ემსახურებიან ასე თავგამოდებით, არ შეასრულებენ მათ უკანონო ბრძანებებს? აბა, სადა ხართ სამართლიანობისთვის მებრძოლო, ღირსების ძიებაში დამაშვრალებო?!

ხვალ, 27 მაისს საღამოს 7 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ იმართება აქცია, და შვილმკვდარი მამა ითხოვს სამართალს… მე მივდივარ, რადგან ჩემთვის სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი არა ყოფილა. გვერდში დავუდგები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ზემოთ დაწერილი სიტყვების სისწორეში!”-წერს ცოტნე გამსახურდია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 18:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics