ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

შუახევში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას სრულად იზიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე – თსუ-ს სტუდენტები
შემდეგი სტატიარეჟიმი, რომელიც ამ საქმეს უცხო ინტერესად ნათლავს, არის რუსული – ჩერგოლეიშვილი კანონპროექტზე