ცხადი ხდება, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს – ჯაღმაიძე

ცხადი ხდება, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც), ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მეუფე შიომ არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი.

„ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო, ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისთვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს.

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი, ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა.

„ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი“. ანტონი დიდი“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

წინა სტატიაშითავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები – მდინარაძე ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაჯაყოებში ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში დავით უსუფაშვილია – კობახიძე