თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები – მდინარაძე ოპოზიციაზე

თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მედიასთან გაანცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის პოზიციონირება დღევანდელ დებატებზე.

მისი თქმით, ოპოზიციას სურდა წარმოეჩინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის, ხოლო ამის გახმოვანება და ბალანსის დაცვა გაუჭირდათ.

“გულწრფელად, რომ გითხრათ, ველოდებოდი გაცილებით მომზადებულ „სფიჩებს“ მათი მხრიდან და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ ორ მთავარ მათ მიზანს შორის. უნდოდათ დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის. საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა ერთად ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში, თავისუფლად შეიძლევა დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში ჩაკარგულები, დაკარგულები. კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტირებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირდია თუ არა საქართველო მიიღოს წევრიბიდ კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ერთმა აწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ დაბნეულობა შეიძლება დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნებას” გამიზნული აქვს, რომ “გადაგვჩეხოს“ – ვაშაძე
შემდეგი სტატიაცხადი ხდება, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს – ჯაღმაიძე