“ცინიკურობამდე არასერიოზულია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ყველა პრობლემის მიმართ”

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სახალხო დამცველის ომბუდსმენის ანგარიშს აფასებს. მისი განცხადებით, ანგარიშში საუბარი 20 ივნისის აქციაზე და პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე იყო.

„ომბუდსმენი საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც იყო 20 ივნისს, როგორც ოპერაციის დროს დარღვევებზე, ასევე სახელმწიფოს სურვილზე, რომ არ გამოიძიოს, თუ ვინ გასცა ბრძანება.

სოფიო კილაძე აცხადებდა, რომ როდესაც სასამართლოზე ძალიან დასაბუთებულ პრობლემებზე ისაუბრა ომბუდსსმენმა, იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებზე დისკუსიაში შევიდეს და გამოიკვლიოს, ამბობს, რომ ხალხი ხომ მიდის სასამართლოში და ესეიგი ენდობიანო. ცინიკურობამდე არასერიოზულია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ყველა პრობლემის მიმართ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაში“კარგია ოპოზიციას თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს “
შემდეგი სტატიაგიორგი რურუას ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებენ