გიორგი რურუას ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებენ

გიორგი რურუას ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ – ამის შესახებ განცხადება პროცესის დაწყებამდე გააკეთეს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს – დღეს პოლიციელები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავეს – მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მმართველ ძალას დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაში“ცინიკურობამდე არასერიოზულია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ყველა პრობლემის მიმართ”
შემდეგი სტატიასაქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა