“კარგია ოპოზიციას თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს “

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციას ცირკის მოწყობა სურს.

“ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს, არ ეცდება ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ცირკი მოაწყოს. ეს ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ, ახლაც ფიქრობენ რევანში მიიტანონ. პრემიერ- მინისტრი აპირებს ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე და დიდი იმედი არ მაქვს და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ
შემდეგი სტატია“ცინიკურობამდე არასერიოზულია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ყველა პრობლემის მიმართ”