ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი – ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ, ხვალ გამოკითხავენ

ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ხვალ გამოკითხავენ. ყოფილი პრემიერის გამოკითხვა ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობით გენერალურ პროკურატურას მათ 21 მარტს მიმართეს. მიუხედავად ამისა დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ გამოკითხვა ფორმალურია და არაფერი შეიცვლება.

„ვფიქრობ ეს ფორმალურია, რომ მოახდენენ მის გამოკითხვას. თუმცა ის უკვე გამოკითხული ჰყავთ და პროკურატურას ყველა ინფორმაცია აქვს. ხელისუფლების მხრიდან მორიგი მცდელობაა შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაცას აკეთებს. რეალურად არაფერი,“- განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა.

მანამდე კი დეტალებზე სასაუბროდ ე.წ. მატროსოვის ციხეში მოთავსებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მისი ადვოკატები მოინახულებენ.

უფლებადამცველები დღესვე გამოკითხვის დეტალების დაზუსტებას პენიტენციურ სამსახურში შეეცდებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაუამინდობა საქართველოში – ძლიერმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა