“ციანიდის საქმის” პროკურორების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

“ციანიდის საქმის” პროკურორების მოთხოვნა -მათი შუამდგომლობა დახურულ რეჟიმში განხილულიყო, მოსამართლე ბადრი შონიამ არ დააკმაყოფილა და პროცესის დახურვაზე სასამართლო ღია რეჟიმში იმსჯელებს.

მოსამართლის განცხადებით, ჯერ უნდა მოისმინოს ორივე მხარის შუამდგომლობები და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით.

ამასთან, მოსამართლემ მხარეებს თხოვნით მიმართა, თუკი შუამდგომლობის დაყენებისას რაიმე ისეთ საკითხს უნდა შეეხონ, რომელიც დახურულ სხდომაზე უნდა იქნას გაჟღერებული, მაქსიმალურად თავი შეიკავონ მასზე საუბრისგან.

დაცვის მხარემ პროკურორების მოთხოვნა გააპროტესტა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება ჰქონდა – პროკურორი
შემდეგი სტატიათუ საქმეს დასჭირდა 25 დირექტორსაც გავათავისუფლებთ-ჯეჯელავა