ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს სამართალდამრღვევად მიჩნეული – სახალხო დამცველის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არ იყოს სამართალდამრღვევად მიჩნეული. მისივე თქმით, ნარკომომხმარებლის უფლებები კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს და სამედიცინო საჭიროებები საკანონმდებლო ჩარჩოებით დარეგულირდეს:

„ოდენობები, ბუნებრივად დაკავშირებულია ამ საკითხთან, გამომდინარე იქიდან, რომ წამალდამოკიდებულებას თუკი ვამბობთ, რომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს რამდენად მიიღოს ან არ მიიღოს გარკვეული ნივთიერება, ბუნებრივია, მას ესაჭიროება გარკვეული ნივთიერებები და აუცილებელია, იმ დღიური დოზების და ოდენობების განსაზღვრა, რომელიც ჩვეულებრივად იქნება სამართლიანი და რომლის ამოსავალი წერტილი იქნება ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი არ იქნას მიჩნეული გამსაღებლად,“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირანი ევროკავშირს ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს
შემდეგი სტატიაეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ…“ გაიმართა