“ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი გახადა… მანამდე ხელისუფლებას დიდი დამსახურება აქვს” – მეუფე სტეფანე სააკაშვილსა და შევარდნაძეზე

“ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი და ისეთი გახადა. ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან, მეორე – რაც რამე კეთდება, კარგია უნდა გაკეთდეს, მაგრამ მანამდე ხელისუფლებას დიდი დამსახურება აქვს”, – ეს გახლავთ ფრაგმენტი ქადაგებიდან, რომლითაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მრევლს მიმართა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მესამე პრეზიდენტის წვლილს ვერ ხედავს ქვეყნის განვითარებაში და თუკი, საქართველოში რამე გაკეთებულა, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინამორბედი ხელისუფლების დამსახურებაა.

“თუ, რამე სწორად გინდა, რომ გააკეთო, გაკეთე მაშინ ის, რაც არის სწორი ქვეყნისათვის. ისიც, რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და იქიდან არავინ ძალით არ წამოგათრევდა, თავისით, რომ არაჟნის “იმაშ” ჩაჯდები, შემოხვალ და იქ რაღაცას გაიმაიმუნებ თავს და მერე კიდევ მაიმუნობ, იქ სადღაც, რომ ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ?! გიყუროთ, შოუა, მასკარადია?! ვითომ, არ იციან რა იყო, აქაც ვიღაცებმა თურმე ახლა გაიგეს, რომ მშვიდობის მტრედია, ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი და ისეთი გახადა. ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან, მეორე, რაც რამე კეთდება, კარგია უნდა გაკეთდეს, მაგრამ მანამდე ხელისუფლებას დიდი დამსახურება აქვს, მერე მან რაღაცები გააკეთა, მაგრამ უამრავი ადამიანი ციხეში ჩაყარა”, – ამბობს სტეფანე კალაიჯიშვილი.

 

https://youtu.be/31KMQLn-06Y

 

banner
წინა სტატიაში“FREE ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა FREE რა არის ვერ გავიგე?!” – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიასენაკში სამგზავრო ავტობუს ხე დაეცა – არიან დაშავებულები