ჩვენი პოლიტიკური ფიგურები მე-2 ტურში დამკვირვებლები იქნებიან – ბოკერიას ინიციატივა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნების მე-2 ტური არაა რომელიმე პარტიისა და რომელიმე პარტიის კანდიდატის მხარდაჭერაზე, არამედ მთავარი ხელიუსფლების წინააღმდეგ წასვლაა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიებში პრობლემა სერიოზულია და ის მანიპულაციები რაც უკვე გამოვლენილი იქნა დათვლისას ან შეჯამებისას, შეიძლება მეორე ტურებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამიტომ ვაპირებთ, რომ დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი ვინც სიაში იყვნენ, ვინც მეორე ტურში აღარაა და უფლება აქვს დაკვირვების, რომ გავურთულოთ ამოცანა კომისიის რიგით წევრებს მოქალაქეებზე ზეწოლის”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

მისი აზრით, სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც იგივე უნდა გააკეთონ, რადგან ოპოზიციას აქვს შანსი, რომ დიდ ქალაქებში “ივანიშვილის რეჟიმი” დამარცხდეს, რაც მომავალი ცვლილებების წინაპირობა იქნება.

საგანგებო განცხადებამდე “ევროპული საქართველოს” წევრებმა თბილისი პანორამას წინ – ჯორჯ ორეულის “ცხოველების ფერმის” შინაარსის კარიკატურები გააკრეს, სადაც მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილია.

banner
წინა სტატიაშივერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიალილოს დასახლებაში ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა