„ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება“ – ნინო გვენეტაძე

სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის და მათი მოწოდებაა, მეტი ღია დიალოგი არსებობდეს საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან:

„მინდა დავასაბუთო, რომ არც სასამართლო ხელისუფლება არის სანქციების მომხრე, ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი მოწოდება არის, რომ უფრო ღია დიალოგი იყოს საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

მიზანი ასეთი დიალოგისა არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და საზოგადოებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ისე ჟურნალისტებსა და მოსამართლეებს იმ პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი.

ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება, ჩვენ არ ვართ კანონმდებლები და მკვეთრ ზღვარს დავადგენთ მხოლოდ ჩვენი პრაქტიკითა და ჩვენი ეთიკური სტანდარტების გამოყენებით, ამიტომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის”- განაცხადა ნინო გვემეტაძემ.

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში შვილმა მამა მოკლა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ხურჩასთან ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს