რუსმა ოკუპანტებმა ხურჩასთან ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს

საოკუპაციო ძალებმა ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარი მიითვისეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და ახალი საგუშაგო გახსნეს. ადგილობრივების თქმით, განლაგდა საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმაც.

300 მეტრით გადმოწეულ ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების – ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, რომ მათ რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში დაკავებით დაემუქრნენ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება“ – ნინო გვენეტაძე
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა,ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე-სუსი