ჩვენი მონაწილეობა პრაღის სამიტის მსგავს შეხვედრებში იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კუთხით ვაწარმოოთ დიალოგი – მაკა ბოჭორიშვილი

„მსგავს ფორმატში ლიდერები არ შეკრებილან და არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი“, – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პრაღის სამიტზე საუბრისას. მისი თქმით, ეს გამოყენებული უნდა იყოს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში იძლევა შესაძლებლობას, ერთი რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კუთხით ვაწარმოოთ დიალოგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, ევროპის მომავალთან დაკავშირებით – ჩვენი ხედვები როგორია ამ საკითხზე, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ და რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად გამოვიყენოთ ასევე მსგავსი ფორმატები“, – ამბობს ბოჭორიშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა დეოკუპირებულ დასახლებაში ოკუპანტების შტაბი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიანამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით მტკივნეული, ამაზე საუბრობდა შოთა რუსთაველი – ლომჯარია