უკრაინელებმა დეოკუპირებულ დასახლებაში ოკუპანტების შტაბი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია აღმოაჩინეს

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დონეცკის ოლქის ერთ-ერთ დეოკუპირებულ დასახლებაში აღმოაჩინა ოკუპანტების შტაბი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლებმა შტაბი ლიმანის რაიონის სოფელ იაცკოვკაში აღმოაჩინეს.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ დეოკუპირებულ ლიმანში სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება და მოღალატეებისა და კოლაბორანტების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ამოღებულია მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები და სხვა ტექნიკა. მოპოვებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები დანაშაულების ჩადენის შესახებ“, – აცხადებენ გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მანიპულირებს მოლაპარაკებებით, რათა უკრაინის გათავისუფლების პროცესი შეაჩეროს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაჩვენი მონაწილეობა პრაღის სამიტის მსგავს შეხვედრებში იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კუთხით ვაწარმოოთ დიალოგი – მაკა ბოჭორიშვილი