ჩვენი მიზანია, ნდობა გამოვუცხადოთ მამუკა ბახტაძეს და განახლებული მთავრობის წარმოდგენის შესაძლებლობა მივცეთ – თალაკვაძე

საკანონმდებლო ორგანოში ახალი პრემიერისა და ძველი მთავრობის დამტკიცებისთვის მთავრობის ძველი პროგრამის მოსმენა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ახალი პრემიერი მათ მხარდაჭერას მოიპოვებს.

მთავრობისა და პრემიერის დამტკიცების პროცედურებს განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, პარლამენტში ნდობა უნდა გამოუცხადონ ახალ პრემიერის, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძეს მიეცემა შესაძლებლობა უკვე ახალი სამთავრობო გუნდი წარადგინოს.

„მიმდინარე კვირაში პროცედურების მთავარი მიზანია, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ და ნდობა გამოვუცხადოთ პრემიერი მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს და მივცეთ შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში მან წარმოადგინოს მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა და განახლებული შემადგენლობა“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამის შემდეგ კი 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატები მივლენ.

მინისტრობის კანდიდატები ამბობენ, რომ თუ მთავრობის გუნდში დარჩენის შემოთავაზება იქნება, ისინი ამ შემოთავაზებას დათანხმდებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარი: 13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარი მოემატება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება