,,ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში კანდიდატის მოხსნას განიხილავს“ – ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელისუფლო პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა კანდიდატის მოხსნას გეგმავს, ქართული ოცნების წევრთა მტიკცებით, ამ მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადება არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად „ქართული ოცნების“ რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო ნაციონალური მოძრაობა რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს“ – ნათქვამია სახელისუფლო პარტიის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 22 იანვარს გაიმართება ბრიფინგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში «ნაციონალები ბრუნდებიან»?
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა