“ჩვენი ინფორმაციით, ყველა უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს”

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

ჩვენი ინფორმაციით, ყველა უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა არჩევნების მეორე ტური აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“არჩევნები სრული სიმშვიდით წარიმართა და განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები მშვიდად და გამჭვირვალედ დასრულდა. პირველადი მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, ყველა უბანზე “ქართული ოცნება” ლიდერობს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეორე ტურების გამართვა აუცილებელი იქნება, რომელიც 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

პარტიის შტაბის უფროსი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში, მათ შორის ზუგდიდსა და მარნეულში, “ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ.

კითხვაზე, რატომ იყვნენ “ქართული ოცნების” ლიდერები მობილიზებული მარნეულში საარჩევნო უბანზე, კალაძემ უპასუხა, რომ ლიდერები საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

“რაც შეეხება მარნეულში, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს იყო სიცრუე და დემაგოგია, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის მხრიდან. ჩვენ ამას შეჩვეული ვართ. მარნეულში, პირველ ტურში მომხდარ ინციდენტს თუ გავიხსენებთ, ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მისი მაჟორიტარი კანდიდატი იყო თავი და თავი ამ ყველაფრის, როცა უბანზე შეიჭრა, ჩაშალა არჩევნები, ისროდნენ ქვებს და სიტუაცია მაშინ განიმუხტა, როცა სიტუაციაში სპეცრაზმი ჩაერთო. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიციამ გზა გადაკეტა და ამომრჩევლებს უბანზე ხმის მისაცემად მისვლის საშუალებას არ აძლევდა, სიცრუეა”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ტერორისტებმა თურქული ჯარის ბლოკპოსტის აფეთქება ვიდეოზე გადაიღეს
შემდეგი სტატია„ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ვინც მეორე ტურშია გასული, არჩევნებში მონაწილოების მისაღებად მზად არის”