“ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ნომერი პირველი პრობლემა ამჟამად ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხია”

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.

„სისტემურ დანაშაულად იქცა რუსეთის მხრიდან ამგავრი ქმედებები რეგიონში. ამიტომ, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ნომერი პირველი პრობლემა ამჟამად არის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი.

ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ორმხრივი შეხვედრები ელჩებთან და საელჩოებთან, რათა მხარდაჭერა მაქსიმალურად გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.

როგორც წითელ ჯვართან, ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან, ასევე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან არ ვწყვეტთ კავშირს. პირადად მე მაქვს მუდმივი ურთიერთობა მის მეუღლესთან, ქალბატონ თამილასთან და შვილთან ირინასთან.

ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა კონგრესმენებზე-გაააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ კრიტიკას სათავისოდ იღებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი 2019 წლის საქმიანობას გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშის განხილვის გარეშე ასრულებს