ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტი, მარნეულში, ბილბორდის გაკვრისას, დაჭრეს საფანტით – სერგი კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, მარნეულში, პლაკატის გაკვრისას დაჭრეს ევროპული საქართველოს აქტივისტი, რამილ აბდულაევი.
კაპანაძის თქმით, ეს პიროვნება ხელახლა აკრავდა პლაკატს, რომელიც არალეგალურად ჩამოხსნა ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა. კაპანაძის თქმით, ამ დროს აქტივისტს ესროლეს საფანტი და დაჭრეს.
„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ როგორ ესხმის ქართული ოცნება ოპოზიციის აქტივისტებს, მათ შტაბებს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალადობის აქტივიზაცია მოახდინონ არჩევნების წინ.
ზუსტად იგივე განმეორდა დღეს მარნეულში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის შტაბის ერთ-ერთ წევრთან მიმართებით, ჩვენი ახალგზარდა აქტივისტი, რამილ აბდულაევი აკრავდა ბილბორდს, რომელიც მანამდე ჩამოხსნა არალეგალურად ქართულმა ოცნებამ და ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა და ამ გაკვრის პროცესში მას ესროლეს ტყვია, ანუ საფანტი და დაჭრეს და ეხლა იმყოფება საავადმყოფოში.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება სერიოზულ აგონიაშია და თუ გონიათ, რომ საფანტის სროლით და ქვების სროლით და სხვა ტიპის ძალადობით რაიმე პრობლემას მოაგვარებს და მითუმეტეს, ხალხს შეაშინებს, ძალიან ცდება.
ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი აგონია, ჩვენ ამას ვეგებებით მშვიდად, ყველა ამ ინფორმაციას, ბუნებრივია, მივაწვდით ჩვენ დამკვირვებლებს მაგრამ, აქვე მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ასეთი ნაბიჯების გამო აუცილებლად დამარცხდებიან და ვერც საფანტის სროლა, ვერც ტყვიის სროლა და ვერც ქვების სროლა ვერ უშველის ხელისუფლების შესანარჩუნებლად.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბია – არსებული გამოწვევების დასაძლევად კვლავაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას
შემდეგი სტატიააფხაზეთის საკანონმდებლო ორგანომ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო