ჩვენ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, ისე როგორც ოჯახის წევრი მოითხოვს აღიარებას და მიღებას – ზურაბიშვილი

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის გზა, რომელიც გაიარა საქართველომ ბოლო 20 წელიწადში და ევროპული პერსპექტივის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აქ ევროპამ გადაწყვიტა ეს საკითხი, არა გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ იდენტობის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ევროპულმა პერსპექტივამ გადაჭრა ის დებატები, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იქნება ეს გეოგრაფიული თუ ჩვენი ევროპული იდენტობა. მაგრამ დღეს ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ხართ ევროპა და ევროპული მომავალი თქვენს ხელშია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ევროპული იდენტობა არის მონაპოვარი იმ ფასით, რომელიც ჩვენ მოგვიწია რუსეთის აგრესიის წინაშე გადახდით, ჩვენ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, ისე როგორც ოჯახის წევრი მოითხოვს აღიარებას და მიღებას. ეს არის აღიარება იმ ბრძოლის რომელიც საქართველო მოსახლეობამ განახორციელა თავისი ევროპული იდენტობისთვის”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი ზვიად გიგანი დაიღუპა
შემდეგი სტატიარუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია… მან დაკარგა თავისი უპირატესობა და გაჩნდა განცდა, რომ ის არ არის დაუმარცხებელი – ზურაბიშვილი