“ჩვენ ველით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისევე წარმატებულად განვითარდება, როგორი წარმატებითაც ახლა მიმდინარეობს”

კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მხრიდან, ასევე უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი დადებითი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და ასევე ასოცირების დღის წესრიგი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომავალი სამი წლის განმავლობაში გადასადგმელი ნაბიჯები.

„ჩვენ ველით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისევე წარმატებულად განვითარდება, როგორი წარმატებითაც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ სექტორალურ ინტეგრაციას ევროკავშირთან, რომელიც დაგვაახლოვებს ჩვენ იმ საბოლოო მიზანთან, რასაც ჰქვია ევროპული ოჯახის წევრობა. საპარლამენტო არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ, ღია და ტრანსფარენტულ გარემოში ჩატარება, ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი და საქართველოს მთავრობის მიზანი. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ საქართველო ნამდვილად ძალიან მაღალ სტანდარტს აჩვენებს დემოკრატიული განვითარების”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ბრალდებულად ცნო