,,ჩვენ ვართ ძლიერი ქალები და ისეთი პატარა ადამიანების, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, არ გვეშინია”

ქალი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს კაცი, რომელიც ქალზე ახორციელებს ასეთ ბინძურ თავდასხმას, არის ლაჩარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ქალები, განსაკუთრებით ჩემი მეგობარი ქალები, ვინც არიან ჩვენს პარტიაში, გაერთიანებულ ოპოზიციაში ან პოლიტიკაში ზოგადად, სამოქალაქო აქტივისტები, არიან ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და ისეთი პატარა ადამიანების, კომიკური ადამიანების, ლაჩარი კაცების, როგორიც არის ღარიბაშვილი, რადგან ქალებზე ასეთ განცხადებებს აკეთებს, არ გვეშინია.

უფრო მეტიც, ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ქალების ერთიანობით, ესეთი ლაჩარი პოლიტიკოსების მოღვაწეობას ქვეყანაში, რომლებიც ქალებზე ესეთ განცხადებებს აკეთებენ, წერტილი დაესმება,- განაცხადა დეკანოიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების შემდეგ განაცხადა – „მინდა, ერთი რჩევა მივცე სანდრა რულოვსს – დაისვენოს, მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი-საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან
შემდეგი სტატიამორიგი სისხლიანი გარჩევა 51-ე სკოლის მოსაწავლეებს შორის -ერთმანეთს დანებით მეთორმეტეკლასელები დაუპირისპირდნენ