ჩვენ უნდა ავკრძალოთ მათი დაბრუნება, ვინც რუსეთიდან გაიქცა – რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სულთან ხამზაევმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ აიკრძალოს ყველა იმ რუსი ბიზნესმენისა და მსახიობის დაბრუნება, ვინც რუსეთი უკრაინის ომის გამო დატოვა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

„ჩვენ უნდა ავკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა მათთვის, ვინც გაიქცა. ასეთ დროს ყველა უნდა გავერთიანდეთ რუსეთის განვითარებისა და გაძლიერებისთვის“, – განაცხადა სულთან რამზაევმა.

„ქვეყანაში გაჩნდა განგაშისტების ჯგუფი, რომელიც თავისი „ვირუსივით“ აზრით, ზოგადი ატმოსფეროს დესტაბილიზაციას ცდილობს“, – ამბობს რამზაევი.

მისი თქმით, ხელოვანებმა, ბლოგერებმა და ოლიგარქებმა, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, „სხვა ქვეყნებში ბედნიერების კუნძულები ამჯობინეს სამშობლოს“

„აქ შოულობენ ფულს და პირველივე გაჭირვებაზე გარბიან. არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ხორბლის გამოყოფა ხორბლისგან“, – დასძინა მან.

სულთან რამზაევი არის რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ერთიანი რუსეთის პარტიიდან (2021 წლიდან) და დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი ჩაძირეს