ჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს – მელია მიხეილ სააკაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ექნება. მისივე თქმით, ხშირად შეიძლება მასა და მესამე პრეზიდენტს პოზიციების თანხვედრა არ აქვთ, მაგრამ ეს ნორმალურია.

“ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია ძალიან, როგორც ყველა ადამიანის. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ხშირადაა მცდელობა ბევრი ადამიანის მხრიდან, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივოს, ეს არასდროს არ მოხდება, იმიტომ, რომ გააზრებული გვაქვს რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო. ჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს, ხშირად არის პოზიციების თანხვედრა, ხშირად არ არის, მაგრამ განსხვავებით “ქართული ოცნებისგან” ეს პარტია აბსოლუტურად სხვანაირად იმართება”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის – მელია “ოცნებას”
შემდეგი სტატიამუსკულებს ათამაშებენ – მელია უგულავას სასამართლოს ჩანიშვნაზე