მუსკულებს ათამაშებენ – მელია უგულავას სასამართლოს ჩანიშვნაზე

“მუსკულებს ათამაშებენ” და ახსენებენ სხვადასხვა აქტიურ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ აქ ვართ – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, გიგი უგულავასთვის ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლების მიერ, გიგი უგულავასთვის დაყენებული სტანდარტებისთვისაც კი წარმოუდგენელია, რომ ამ საქმეზე მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი დადგეს.​

“გიგი უგულავას მიმართაც რა პოლიტიკურ დევნას ახორციელებდნენ წლების განმავლობაში, 3-ჯერ იყო პატიმარი, მისთვის დაყენებული სტანდარტისთვისაც წარმოუდგენელია, რომ ამ საქმეზე გიგი უგულავა დააკავონ. “მუსკულებს ათამაშებენ” და ახსენებენ სხვადასხვა აქტიურ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ აქ ვართ, მათი ჭკუით სად ზამთრობენ კიბორჩხალები, პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში, სპეცრაზმის სხვადასხვა დანაყოფებში, მაგრამ ეს ხომ წარმავალია ხალხო “ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! “, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს – მელია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – გამარჯვების ფორმულაა ჩვენს ხედვაში და არა იმაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს