მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის – მელია “ოცნებას”

“ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია ის ამბავი. ავანგარდში საქართველოს მოქალაქის საკმარისი რაოდენობა ჩადგება, ვინც ბრძოლას არ გაანელებს და მერე თოვლის გუნდის პრინციპით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ტრადიციულად, ისტორიულად, გადამწყვეტ როლს თამაშობდა საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც ავანგარდში დგებოდა.

ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ და საუბრობენ. მოემზადონ ოპოზიციისთვის, ეს მათთვის პატივი იქნება, გამოცდილებას მიიღებენ.

ქართულ ოცნებაში პრაქტიკულად პოლიტიკოსი აღარ დარჩა, რომელიც ერთხელ მაინც ოპოზიციაში იყო ნამყოფი”- თქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“საარაკო სიგიჟეა” – ნიკა მელია 20 ივნისის ამნისტიაზე
შემდეგი სტატიაჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს – მელია მიხეილ სააკაშვილზე