“ჩვენ კოლეგებს სხვა ალტერნატიული კანდიდატურა არ დაუსახელებიათ,“ – ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე საუბრობს

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია. უკვე ცნობილია, რომ კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც განიხილება და მისი კოლეგები აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ და ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.

„არ დასახლებულა სხვა კანდიდატურა ამ დღეებში, ამ კონსულტაციების დროს. მე პირადად მხარს დავუჭერდი მის კანდიდატურას და ვისგანაც მომისმენია, ჩვენ კოლეგებს სხვა ალტერნატიული კანდიდატურა არ დაუსახელებიათ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას უჭერს მხარს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი გია ჟორჟოლიანიც.

„აუცილებლად დავუჭერ მხარს ირაკლი კობახიძეს. მე არ შემოვიზღუდები არც ერთი კომიტეტით, ვიმუშავებ ყველა მიმართულებით, ძალიან აქტიურად,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.

საპარლამენტო პოსტების გადანაწილებაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„მე მაქვს უკვე მოცემული ქართველი ამომრჩევლის მიერ თანამდებოვა, ვიყო მათი წარმომადგენელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიას აქვეყნებს