ჩვენ ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, როგორც კი დაიდება რაიმე მტკიცებულება სხვა, უკეთესი მედიკამენტის შესახებ, მეორე დღესვე შევცვლით

„ჩვენ ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, როგორც კი დაიდება რაიმე მტკიცებულება სხვა, უკეთესი მედიკამენტის შესახებ, მეორე დღესვე შევცვლით“, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენებაზე ზოგიერთი კოლეგის კრიტიკას და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებს ეყრდნობა ამ მიმართულებით.

„უინსტონ ჩერჩილმა თქვა ასეთი ფრაზა – დემოკრატია ქვეყნის მართვის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. შესაძლოა, „პლაქვენილი კარგი არ არის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ოპონენტებმა ვერაფერი სამაგიერო ვერ შემოგვთავაზეს, კრიტიკა მარტივია, მაგრამ მოდი შემოგთავაზე, რითი შევცვალოთ?! უკეთესი არ გვაქვს. მსოფლიო ორად გაიყო, არის პოზიტიური და უარყოფითი შეფასებებიც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

მისი განმარტებით, პლაქვენილი უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. „ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას რომელიც დაიდო 28 მარტს. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, რომელიც წყვეტს, რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ოფიციალური შვებულებით ბოლოს 27 წლის წინ ისარგებლა.

„COVID19 როცა არ იყო, მაშინაც ოფიციალურ შვებულებაში 27 წლის წინ გავედი,რასაც მართლა დასვენება ჰქვია. ჩემი დასვენება ის არის, რომ ძალიან ხშირად მიწევს საერთაშორისო კონფერენციებზე სიარული და იქ ზოგჯერ ორი დღე ზედმეტად ვრჩები და ეს არის ჩემი დასვენება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: თუ იქნება მასიური ზრდა, შესაძლოა გადავიდეთ ბინაზე მკურნალობაზეც
შემდეგი სტატიაწყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება