თენგიზ ცერცვაძე: თუ იქნება მასიური ზრდა, შესაძლოა გადავიდეთ ბინაზე მკურნალობაზეც

„დღეს არსებული 11 კლინიკის ფონდი არის 600 საწოლი – ერთ ამდენს კიდევ გავუძლებთ გაფართოების გარეშე. ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ მდგომარეობაში კი გვპირდებიან 10 ათას საწოლს. არ ვიცი, 10 ათასის მობილიზება როგორ მოხდება, მაგრამ 2 000-მდე როგორ მობილიზდება, ნათელია ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციაა. უპრობლემოდ გაძლება ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური მოვლის ქვეშ – ჩვენთან 8 საათში ყველაფერი უკეთდება, როცა აშშ-ში კვირები სჭირდება. ექვსასი საწოლის ზემოთ ასეთი რესურსი არ იქნება საკმარისი. თუკი გაიზრდება ამაზე მეტად პაციენტების რაოდენობა, გადავალთ დასავლურ მოდელზე – შეიძლება ბინაზე მკურნალობაც დადგეს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებთან, თუ იქნება მასიური ზრდა და იქნება ასეულობით ზრდა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში “ჯანმრთელობის ფორმულა”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევაა დაფიქსირებული – აქედან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია შევახსენოთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში“
შემდეგი სტატიაჩვენ ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, როგორც კი დაიდება რაიმე მტკიცებულება სხვა, უკეთესი მედიკამენტის შესახებ, მეორე დღესვე შევცვლით