წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება

მუნიციპალიტეტის 235 შეჭირვებული ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების გადაცემა კომპანია “ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყო.

აქციაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი მონაწილეობდნენ.

სასურსათო ამანათები ადგილობრივი თვითმმარველობისა და კომპანიის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, ქვეყანაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დარიგდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, როგორც კი დაიდება რაიმე მტკიცებულება სხვა, უკეთესი მედიკამენტის შესახებ, მეორე დღესვე შევცვლით
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს